ეკონომიკა

ელექტროენერგიის გარეშე კიდევ 90 000 აბონენტია დარჩენილი

8 თებერვალი, 2011 • • 1039
ელექტროენერგიის გარეშე კიდევ 90 000 აბონენტია დარჩენილი

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ენერგო-პრო ჯორჯიამ ენერგო მომარაგება რეგიონებში 121 919 აბონენტს უკვე აღუდგინა. ელექტროენერგიის გარეშე კიდევ 90 000 აბონენტია დარჩენილი.

ელექტრო მომარაგების შეზღუდვა საქართველოში ძლიერმა ქარმა და დიდთოვლობამ გამოიწვია. უამინდობის გამო დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები, ამინდის მიუხედავად, 24 საათი მუშაობენ და კომპანიის აბონენტებს ელექტროენერგიის აღდგენას უახლოეს მომავალში ჰპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი