ეკონომიკა

აჭარის მთავრობის ვიზიტი სტამბოლში

8 თებერვალი, 2011 • • 1060
აჭარის მთავრობის ვიზიტი სტამბოლში

აჭარის მთავრობის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით თურქეთის ქალაქ სტამბოლში “ცენტრალური აზიისა და თურქეთის სასტუმრო საინვესტიციო კონფერენციას” დაესწრო. 

ვიზიტის მიზანია ლიდერთა ინფორმირება, აჭარის რეგიონში არსებული ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალისა და საერთო პლატფორმის ჩამოყალიბება, ასევე უკვე არსებულ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება და აჭარის ტურისტული პოტენციალით დაინტერესებულ ახალ კომპანიებთან კავშირების დამყარება.

კონფერენციაში თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, აზიისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოქმედი უმაღლესი დონის სახელმწიფო მმართველი პირები, ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორები, ასევე ინვესტორები, დეველოპერები, იურისტები, არქიტექტორები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და სხვა სახელმწიფო დონის ოფიციალური პირები მონაწილეობენ.

“ცენტრალური აზიისა და თურქეთის სასტუმრო საინვესტიციო კონფერენცია” 9 თებერვალს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი