ეკონომიკა

ამერიკული საფონდო ბირჟის სერვერი ჰაკერებმა გატეხეს

7 თებერვალი, 2011 • • 1272
ამერიკული საფონდო ბირჟის სერვერი ჰაკერებმა გატეხეს

ჰაკერებმა საფონდო ბირჟა Nasdaq Stock Market-ის  დახურული კომპიუტერული ინტერნეტ-სერვერი გატეხეს, რომლის დახმარებითაც კომპანიის ხელმძღვანელობა საჯარო კომპანიებს კონფიდენციალურ დოკუმენტებსა და ინფორმაციას უცვლიდა -ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

Nasdaq-მა სერვერის,  Directors Desk-ის გატეხვის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი მომხმარებელი მილიონობით კომპანიაა მსოფლიოს გარშემო  და მათ  რიცხვში მრავალი მსხვილი კომპანიაც შედის.

წინასწარი გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ჰაკერებს არასაჯარო ინფორმაციის ხელში ჩაგდება სურდათ, რომლის დახმარებითაც ბაზარზე  უპირატესობის მოპოვებაა შესაძლებელი.

თუმცა საგამოძიებო ჯგუფი ჯერჯერობით ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, თუ რა იყო ჰაკერების ქმედების მთავარი მოტივი. ასევე არ არის ცნობილი, თუ როგორ მოხდა სერვერზე თავდასხმა, რადგან ჰაკერები არ მანიპულირებდნენ აღნიშნული მონაცემებით და არც იწერდნენ მას.

მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, კომპანიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ რიგით მეორე ამერიკული საფონდო ბირჟა ძარცვის  შედეგად არ დაზარალებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი