ეკონომიკა

კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირება ძალაში დღეიდან შედის

7 თებერვალი, 2011 • • 1077
კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირება ძალაში დღეიდან შედის

კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირება ძალაში უკვე დღეიდან, 7 თებერვლიდან, შედის. როგორც ნეტგაზეთს კომპანია თელასში განუცხადეს, აღნიშნული დადგენილება სემეკმა დიდი ხნის წინათ მიიღო, მაგრამ ძალაში ახლა შევიდა. აღნიშნულ ქვითარში გაერთიანებულია ელექტროენერგიის, სან. დასუფთავებისა და წყალმომარაგების გადასახადი და წყლისა და სან.დასუფთავების გადაუხდელობის შემთხვევაში, აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც კომპანია თელასში განგვიცხადეს, აღნიშნულ ქვითარში არ შედის ბუნებრივი აირის გადასახადი. რაც შეეხება სან. დასუფთავებისა და წყლის ძველ დავალიანებებს, თელასის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წყლისა და სან. დასუფთავების დავალიანების მქონე აბონენტებზე აღნიშნული დავალიანება უკვე გადანაწილდა და ისინი მას აქამდეც იხდიდნენ. დღეიდან მათ უკვე  გადანაწილებულ ძველ დავალიანებასთან ერთად  წყლისა და სან. დასუფთავების მიმდინარე გადასახადიც მიუვათ.  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) №24/3 დადგენილებით, თბილისში კომუნალური გადასახადების ერთიან ადმინისტრატორებად “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” განისაზღვრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი