ეკონომიკა

ლევან ვარშალომიძე ხელვაჩაურში მდებარე საწარმოებს ესტუმრა

4 თებერვალი, 2011 • • 1282
ლევან ვარშალომიძე ხელვაჩაურში მდებარე საწარმოებს ესტუმრა

მეგობრებო,

ქოფი პეისთით ძალიან ცუდ შედეგეს მივიღებთ ბოლოს.

http://www.adjara.gov.ge/geo/index.php?page=show&id=1721

არ მაინტერესებს ასეთი ნიუსები

მერე რა რომ მივიდა ამ ობიექტებში? რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

ნესტანი

 

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე ხელვაჩაურში მდებარე საწარმოების მდგომარეობით, პროდუქციის ხარისხითა და გასაღების ბაზრებით დაინტერესდა და ამ მიზნით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხელვაჩაურში მდებარე საწარმოებს სტუმრობდა.

პირველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე “ჯეოდეკორს” ეწვივია. ქარხანა ჯერ კიდევ მშენებლობისა და მანქანა-დანადგარებით აღჭურვის პროცესშია, თუმცა სამი საამქრო უკვე იანვარში ამუშავდა და პროდუქციის წარმოებაც დაიწყო. 
“მართლაც შთამბეჭდავი და ძალიან დიდი ქარხანაა, იმედია, მოლოდინს გაამართლებთ და პროდუქციასაც ხარისხიანს გამოუშვებთ. რაც შეგვეხება ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყოველმხრივ მხარს დაგიჭერთ და შევეცდებით ყველა პრობლემატური საკითხი, თუკი რაიმე წამოიჭრა თქვენს წინაშე, დაუყოვნებლივ მოგიგვაროთ”, – აღნიშნა საწარმოს ხელმძღვანელებთან საუბრის დროს ლევან ვარშალომიძემ.

აჭარის პირველმა პირმა “ჯეოდეკორის“ შემდეგ შპს “ბათუმი სახლმშენებელი კომბინატი” მოინახულა. კომბინატი ძირითადად, სხვადასხვა ფორმისა და ზომის რკინა–ბეტონის კონსტრუქციებს და მათ სახურავებს აწარმოებს სანიაღვრე არხებისთვის. შპს “ბათუმი სახლმშენებელი კომბინატის” წლიური კაპიტალბრუნვა მილიონნახევარ ლარს შეადგენს.

ლევან ვარშალომიძემ და ვაჟა ბოლქვაძემ შემდეგ  ავეჯის საწარმო “ზობაბა”  დაათვალიერეს. აღნიშნულ საწარმოში სხვადასხვა სახის რბილ ავეჯს აწარმოებენ. საწარმოში, პირველ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი