ეკონომიკა

აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმდებიან

4 თებერვალი, 2011 • • 1078
აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმდებიან

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგისთვის კვალიფიციური კადრების ერთობლივ მომზადებას.

”საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებობს დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე, ამ დრომდე აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ვერ საქმდებოდნენ სოფლის მეურნეობის სექტორში, თუმცა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი კადრების მომზადებას, რომლებიც მომავალში თავიანთ წვლილს შეიტანენ მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შექმნაში”,- განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ჩადუნელმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და მოხდება მათი საერთაშორისი პროექტებში ჩართვა. სასწავლო პროგრამები და კურსები იქნება ორიენტირებული თანამედროვე მოთხოვნებზე.

გიორგი ჩადუნელის თქმით, წარჩინებული კურსდამთავრებულები სოფლის მეურნეობის სამინისტროში  სტაჟირებასაც გაივლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი