ეკონომიკა

აუქციონები ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა

4 თებერვალი, 2011 • • 1097
აუქციონები  ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმადაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონები ელექტრონულ ფორმატში, ვებ-გვერდზე www.eauction.ge განთავსდება და ჩატარდება.

აღნიშნულ დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ჩოფიკაშვილმა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა მოაწერეს ხელი.

სამინისტრო საპრივატიზებო აუქციონების ჩატარების ელექტრონულ სისტემაზე 2011 წლის თებერვლიდან გადავიდა. მემორანდუმის საფუძველზე, საპრივატიზებო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტრონულად შეუძლიათ. ამისთვის კი სავალდებულოა, დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ ვებ-გვერდზე, www.eauction.ge. რეგისტრაცია გაიარონ.

ვაჟა ჩოფიკაშვილის თქმით, საპრივატიზებო აუქციონების ელექტრონულ ფორმატში ჩატარება უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს პრივატიზების პროცესში მონაწილეობას გაუადვილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი