ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: „მოსალოდნელ ინფლაციაზე საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება“

2 თებერვალი, 2011 • • 950
ირაკლი ლექვინაძე: „მოსალოდნელ ინფლაციაზე საჭიროა  მოსახლეობის ინფორმირება“

გუშინ საღამოს ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ ნეტგაზეთის სტუდიაში გადაცემის დროს „რა სარგებლობა მოაქვს ინფლაციას“ განაცხადა, რომ საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება 2011 წლის განმავლობაში მოსალოდნელ ინფლაციაზე. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ეროვნული ბანკის პროგნოზი 2011-2013 წლებში მოსალოდნელ 6– პროცენტიან ინფლაციაზე შესაძლებელია არასწორი აღმოჩნდეს და ამით მოსახლეობა დაზარალდეს.

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების საერთო დონის წლიური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში. 

საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. მომავალი სამი წლისათვის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი აღინიშნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან ერთად. 2011-2013 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 6 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი