ეკონომიკა

დღეს ეკონომიკაში დამატებით ათი მილიონი დოლარი გამოჩნდება

2 თებერვალი, 2011 • • 1069
დღეს ეკონომიკაში დამატებით ათი მილიონი დოლარი გამოჩნდება

2011 წლის 1 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7983 შეადგინა.

სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით. აუქციონის ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ შეტყობინებას უგზავნის კომერციული ბანკებს. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება აუქციონის მომდევნო საბანკო დღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობა წარმოადგენს. ინფლაციის გასაკონტროლებლად ეროვნული ბანკი იყენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს, რომლის თანახმადაც, საპროცენტო განაკვეთების მართვით შესაძლებელია ფასების დონეზე გავლენის მოხდენა. ფულადი ბაზრის მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გადაცემის მექანიზმში და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლის მიღწევაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს საოპერაციო ორიენტირს: მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რომლის მიღწევაც აუცილებელია ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ოპერაციული ორიენტირის მისაღწევად სებ იყენებს საოპერაციო ჩარჩოს, რომელიც შედგება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და პროცედურებისაგან.  საოპერაციო ჩარჩო განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლება არსებული ინსტრუმენტებით ფულად ბაზარზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის მიღწევა. სებ საოპერაციო ჩარჩო შედგება შემდეგი ინსტრუმენტებისაგან: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონები, სახაზინო ობლიგაციების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი