ეკონომიკა

„ალდაგი ბისიაი“ აგროდაზღვევებს იწყებს

1 თებერვალი, 2011 • • 1252
„ალდაგი ბისიაი“ აგროდაზღვევებს იწყებს

“ალდაგი ბისიაი“ აგროდაზღვევის სფეროში გააქტიურებას იწყებს. კომპანია 2011 წლის პირველ კვარტალში მოსახლეობას  სათბურების, სიმინდის, შინაური ცხოველების და მრავალი სხვა კულტურის დაზღვევას შესთავაზებს.

„ალდაგი ბისიაის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სადაზღვევო კომპანიამ ხელშეკრელებები გააფორმა მსოფლიოს ცნობილ გადამზღვევ კომპანიებთან. აღნიშნული კომპანიები აგროდაზღვევის სფეროში წარმოქმნილი რისკის გადაზღვევას ახდენენ.

ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, ამ სეგმენტის რისკიანობის მიუხედავად, კომპანია მაინც მზადაა აღნიშნულ ბაზარზე ინვესტიციების განხორციელებისთვის და საკითხის  უკეთ გასაცნობად, მას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებიც ჰყავდა მიწვეული. ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, „ალდაგი ბისიაი“ აქტიურად თანამშრომლობს ასევე სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან, რის შედეგადაც უკვე ნოემბრიდან  რამოდენიმე ფერმერთან გაფორმდა ხორბლის მოსავლის დაზღვევის ხელშეკრულება. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში მსგავსი ინვესტიციების განხორციელება მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის. ეს რეფორმა სოფლის მოსახლეობისთვის საბანკო პროდუქტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის და დაზღვევა ბანკებს საშუალებას მისცემს, სექტორი უფრო თამამად დააკრედიტონ.  

ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, აგროდაზღვევა და მისგან გამოწვეული ქმედებები, საბოლოო ჯამში,  ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში სოფლის მეურნეობის წილს გაზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი