ეკონომიკა

2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 12,8%-ით გაიზარდა

13 იანვარი, 2016 • 3095
2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 12,8%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2015 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 1036,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 132.6 ათასი ტონით, ანუ 12.8%-ით აღემატება 2014 წლის იმპორტის მაჩვენებელს (903,5 ათასი ტონა).

კავშირის სტატისტიკით, 2015 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა  441.0 ათასი ტონა (67.2 ათასი ტონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს) შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 595.1 ათასი ტონა (65,5 ათასი ტონით მეტი 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით).

იმპორტის ოდენობა საწვავის კატეგორიის მიხედვით 2015 წელს წყარო:

იმპორტის ოდენობა საწვავის კატეგორიის მიხედვით 2015 წელს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნების მიხედვით 2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან.

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის  მოცულობა ქვეყნების მიხედვით

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მოცულობა ქვეყნების მიხედვით

სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემები

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 11.4%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, 2015 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 64,6 ათასი ტონა, რაც 13,6 ათასი ტონით ანუ 21%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი