ეკონომიკა

ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს

31 იანვარი, 2011 • • 1175
ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს

თუ ეგვიპტის პრეზიდენტი ხოსნი მუბარაქი საკუთარ პოსტს შეინარჩუნებს, მაშინ ეგვიპტური და რეგიონალური აქციები შემდეგი თვეების განმავლობაში მაღალრისკიან დაბანდებად ჩაითვლება   და  პრობლემებმა შეიძლება წლებიც კი გასტანოს, იუწყება სააგენტო Reuters, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მუბარაქი საკუთარ პოსტს დატოვებს, თავის მხრივ, გლობალური ბაზრები აღნიშნულ პრობლემებზე სწრაფ რეაგირებას მოახდენენ.

აქციების დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ მუბარაქმა მთავრობის წევრები სამსახურიდან დაიხოვა, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ იგი ადგილის დათმობას არ აპირებს. ანალიტიკოსების აზრით, ყველა შემთხვევაში, ეგვიპტის აქციებზე შექმნილი რისკი მაღალია. ეგვიპტურმა საფონდო ინდექსმა უკვე  განიცადა 16%-იანი ვარდნა, ხოლო ეგვიპტური ვალუტა 6– წლიან მინიმუმადე დაეცა. ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები ასახვას სხვა ქვეყნებზეც ჰპოვებს. იგი შეერთებული შტატების ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება, რაც შეეხება სუეცის არხს, მისი დახმარებით ეგვიპტე ევროპას გაზსა და ნავთობს აწვდის.

ეგვიპტეში არსებულმა დაძაბულმა სიტუაციამ  ასახვა უკვე  ნავთობის ფასებზეც ჰპოვა, რომელიც ბოლო ხანებში მკვეთრად გაიზარდა. ამ ყველაფერმა შეიძლება მსოფლიო ინფლაციამდეც კი მიიყვანოს. ეს, თავის მხრივ, კვლავ გაზრდის ფასებს პროდუქტზე და საპროტესტო აქციების ახალ ტალღას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი