ეკონომიკა

“Amazon”-ის გაყიდვები 40 %-ით გაიზარდა

31 იანვარი, 2011 • • 1296
“Amazon”-ის გაყიდვები 40 %-ით გაიზარდა

“Amazon”-მა ახლახანს  2010 წლის მოგება შეაჯამა და აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სეზონი უნიკალური შემთხვევა იყო კომპანიის ისტორიაში.

გაყიდვები 36 %-ითაა გაზრდილი  და აღნიშნული თანხა 12,95 მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში, 2009 წელთან შედარებით, გაყიდვებმა 40%-ით მოიმატა.

აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლიმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზომ  მადლობა გადაუხადა მომხმარებელს ასეთი წარმატების მიღწევაში დახმარებისთვის. მისი განცხადებით, კომპანიის პირველი კვარტლის მოგება 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.

“Amazon”-ის მთავარი მიზანი 2011 წლისთვის, ბეზოს განცხადებით,  9.1-9.9 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყიდვების მიღებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი