ეკონომიკა

ტალებ რიფაი: სამხრეთ კავკასიაში საქართველო სტრატეგიულ როლს ასრულებს

25 იანვარი, 2011 • • 1033
ტალებ რიფაი: სამხრეთ კავკასიაში საქართველო სტრატეგიულ როლს ასრულებს

ესპანეთში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ კეკელია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის შეხვდა. შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ  საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 54-ე შეხვედრასა და რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველო სტრატეგიულ როლს ასრულებს. ასევე ტალებ რიფაიმ აბრეშუმის გზის განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობასაც გაუსვა ხაზი, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს,  აბრეშუმის გზის ერთიან ტურისტულ მარშრუტში ჩაერთოს. მისი განცხადებით, საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ტალებ რიფაი ანაკლიისა და ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნას დადებითად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი