„eMarketer“-ის კვლევის მიხედვით, “Twitter”-ის შემოსავლები რეკლამებიდან 2011 წლისთვის გასამმაგდება და 150 მილიონ დოლარს მიაღწევს. ეს თანხა შემდეგი წლისთვის შეიძლება 250 მილიონ დოლარამდეც კი გაიზარდოს.
დღეისათვის „Twitter“-მა უკვე მოახერხა ისეთი დიდი კომპანიების მოზიდვა, როგორებიცაა: „ American Express“, „Coca Cola“, „Nissan“, „HP“ და „Starbucks“. ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, „ Dell“-მა კი აღნიშნა, რომ „Twitter“-ის მეშვეობით უკეთ ხდება მათი პროდუქციის რეკლამირება, რაც ადრე არ იყო შესაძლებელი.
„eMarketer“-ის მონაცემებით, 2011 წელს “Twitter”-ი სარეკლამო შემოსავლების უმრავლესობას ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს. 2012 წელს კი შემოსავლების 25 % საერთაშორისო რეკლამებიდან იქნება.
მკვლევარი კომპანიის აღნიშვნით, იზრდება ასევე „Facebook“-ის სარეკლამო შემოსავალი და 2012 წლისთვის იგი 5,7 მილიარდი დოლარი იქნება, ხოლო „MySpace“-ის სარეკლამო შემოსავალი 288 მილიონი დოლარიდან 156 მილიონ დოლარამდე ჩამოვა.
გრაფიკში კარგად ჩანს, თუ როგორ იზრდება ყოველწლიურად “Twitter”-ის შემოსავლები: