ეკონომიკა

დიდ ბრიტანეთში ფილმების გადაღებაზე 1 მილიარდი ევრო დაიხარჯა

24 იანვარი, 2011 •
დიდ ბრიტანეთში ფილმების გადაღებაზე 1 მილიარდი ევრო დაიხარჯა

დიდ ბრიტანეთში, 2010 წლის განმავლობაში, ფილმების გადაღებაზე 1 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფილმების საბჭო იუწყება.

გასულ წელს, 119 ფილმის გადაღებაში, რეკორდული ოდენობის თანხა-1.15 მილიარდი ევრო დაიხარჯა, რაც 8%-ით აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს, როდესაც ფილმების გადაღებები დიდ ბრიტანეთში, ჯამში, 1.09 მილიარდი ევრო დაჯდა.

კარიბის ზღვის მეკობრეები; უცნაურ ნაპირებზე; ომის ცხენი; შერლოკ ჰოლმსი 2; მოკალვა; მკერავი; ჯარისკაცი; ჯაშუში-ეს არასრული სიაა იმ ფილმებისა, რომლებიც გასულ წელს დიდ ბრიტანეთში გადაიღეს.

რაც შეეხება კონოთეატრების შემოსავალს,  2010 წელს აუდიტორიამ გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, სალაროებში, ჯამში, 1 მილიარდი ევრო დახარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი