ეკონომიკა

Toyota-მ General Motors ტახტიდან ჩამოაგდო

24 იანვარი, 2011 •
Toyota-მ General Motors ტახტიდან ჩამოაგდო

2010 წლის ბოლოს იაპონური მანქანების მწარმოებელმა კომპანიამ, Toyota-მ, მსოფლიოში მანქანების უდიდესი მწარმოებელი, General Motors–ი  დაამარცხა, რომელიც აღნიშნულ ტიტულს 80 წლის განმავლობაში ფლობდა.  Toyota -მ გასულ წელს 8.42 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ხოლო General Motors-ის გაყიდვების რიცხვი 8.39 მილიონით დაეცა.

Toyota-ს გაყიდვები, Hino-სა და  Daihatsu-ის ჩათვლით,  2009 წლიდან 8%-ით გაიზარდა, რაც ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში მისი გაყიდვების ზრდამ განაპირობა.

Toyota-ს  გაყიდვები  ჩრდილოეთ ამერიკაში გასულ წელს 2%-ით შემცირდა და ჯამში,  1.94 მილიონი ავტომობილი შეადგინა, ხოლო კომპანიის გაყიდვები იაპონიაში 10%-ით გაიზარდა და 2.20 მილიონი ავტომობილი შეადგინა.

ამავდროულად, General Motors -მა, რომელმაც 2010 წელს მთავარი რესტრუქტურიზაცია განიცადა,  ჩინეთში 28.8%-ით, ხოლო ამერიკაში  6.3% -ით გაზარდა საკუთარი გაყიდვები. სამაგიეროდ, General Motors-ის გაყიდვები  29.5% -ით დაეცა გერმანიაში, ხოლო იტალიაში –10% -ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი