ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოს 2 032 586 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36%-ით აღემატება.
2010 წლის იანვარ-დეკემბერში ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში სულ, შემოსულ ვიზიტორთა 33,1%, ანუ 672 316 ადამიანი შემოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 35%-ით მეტია. 2010 წელს, დსთ-ს ქვეყნებიდან 1 286 329 ვიზიტორი შემოვიდა. ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი სომხეთზე მოდის. კერძოდ, სომხეთიდან 547 162 ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 56%-ით აღემატება, ხოლო აზერბაიჯანიდან – 498 570.
ამერიკიდან 23 079 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1,1%) შემოვიდა, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან – 46 256 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 2,3%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 60%-ით აღემატება, აფრიკიდან – 1 005 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,1%), ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან – 3 601 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,2%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.




