ეკონომიკა

იანვრის თვის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დასრულებულია

21 იანვარი, 2011 • • 1173
იანვრის თვის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დასრულებულია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის იანვრის თვის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დასრულდა. 10-20 იანვრის ჩათვლით, სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები უკვე ჩატარდა.

ფასებს 20 რეგისტრატორი საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში აკვირდებოდა. ფასების აღება  1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტიდან განხორციელდა.

21 იანვრიდან საქსტატი შეგროვებული პირველადი ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანასა და დეტალურ დამუშავებას იწყებს.

იანვრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 თებერვალს  გამოქვეყნდება. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი თვის 3 რიცხვში (ნაცვლად 5 რიცხვისა) გამოქვეყნედება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს, საქსტატის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე,  ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების ვადები შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი