ნავთობის „კალათაზე“ OPEC (Reference Basket of crudes), ოთხშაბათის მონაცემებით, ფასი 1.1%-ით (1.04 დოლარი) დაეცა და ბარელზე 92.95 დოლარი შეადგინა, იუწყება ორგანიზაცია თავის შეტყობინებაში.
2010 წელს მისმა საშუალო ფასმა 77.45 დოლარი შეადგინა.
OPEC-ის ფასის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა – 140.73 დოლარი ბარელზე, ხოლო საშუალო ფასი, 2009 წლის მონაცემებით, თითქმის ორჯერ შემცირდა და 61.06 დოლარი შეადგინა ბარელზე.
2008 წლის მარტში კალათა 12 სახის ნავთობით გაფართოვდა. კალათაში შემავალი სახეობებია: Saharan Blend (ალჟირი), Girassol(ანგოლა), Oriente(ეკვადორი), Iran Heavy(ირანი), Basra Light(ერაყი), Kuwait Export(ქუვეითი), Es Sider(ლიბია), Bonny Light(ნიგერია), Qatar Marine(კატარი), Arab Light(საუდის არაბეთი), Murban(არაბეთის გაერთიანებული ემირატები), BCF 17(ვენესუელა).