სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 21 იანვარს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ქვემო ქართლის გუბერნატორთან, დავით კირკიტაძესთან ერთად ქ. რუსთავთან ახლოს მდებარე სოკოს საწარმოში– ”თეთრ ქუდში” იმყოფებოდა.
ახალი საწარმო ორი დასახელების სოკოს– ”ქამას” (შამპინიონი) და ”სამეფო შამპინიონს” (ყავისფერი ქამა სოკო)– აწარმოებს. სამინისტროს ინფორმაციით, მათ დეზინფექცია უტარდებათ, რაც სოკოს მაღალ ხარისხს განაპირობებს. „თეთრი ქუდი“ უცხოური ინვესტიციებით შეიქმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
სამინისტროს ინფორმაციით, საწყის ეტაპზე საწარმოს წარმადობა 35-40 ტონა იქნება, შემდეგ კი 100 ტონამდე გაიზრდება, რაც იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას შეუწყობს ხელს.




