საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების ბრუნვა 2010 წლის III კვარტალში I და II კვარტალთან შედარებით შემცირდა და 54.3 მილიონი ლარი შეადგინა. 2010 წლის II კვარტალში კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის ბრუნვა 74.2 მილიონი ლარით, ხოლო I კვარტალში – 57.1 მილიონი ლარით განისაზღვრა.
აღნიშნული მომსახურების მიერ გაწეული ხარჯები 2010 წლის III კვარტალში II კვარტალთან შედარებით 19.8 მილიონი ლარით შემცირდა და 54.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო I კვარტალში იგი 57.1 მილიონ ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობას, 2010 წლის III კვარტალში დასაქმებულ პირთა რაოდენობა I და II კვარტალთან შედარებით გაიზარდა და 17725 ადამიანი შეადგინა, I კვარტალში აღნიშნულ სფეროში 15107, ხოლო II კვარტალში 17548 დასაქმებული ადამიანი იყო. ხოლო რაც შეეხება მათ საშუალო თვიურ შრომის ანაზღაურებას, ზრდის ტენდეცია აქაც შეინიშნება, 2010 წლის III კვარტალში მათი საშუალო თვიური ანაზღაურება 65.4 ლარით გაიზარდა და 623.4 ლარი შეადგინა, ხოლო I კვარტალში 524.1 ლარი იყო.