ეკონომიკა

კომერციული ბანკების ვადიანი სესხები

21 იანვარი, 2011 • • 1281
კომერციული ბანკების ვადიანი სესხები

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაზე გაცემული ვადიანი სესხებით დავალიანება, საქმიანობის დარგების მიხედვით,  2010 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, სულ 3 439 150 ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი –3 439 150 ლარი, მრეწველობაზე მოდის. მას ვაჭრობის დარგი –1 816 745 ლარით მოჰყვება, ხოლო შემდეგ – მშენებლობის სექტორი-378 537 ლარით. რაც შეეხება 2010 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებს, ამ თვეში ვადიანი სესხებით დავალიანება სულ 3 280 496 ლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით  დაბალია.  ამ თანხიდან ყველაზე მეტი ვაჭრობის დარგზე მოდის, რომელიც 1 662 535 ლარს შეადგენს, მას მრეწველობის სექტორი-650 582 ლარით მოჰყვება, მრეწველობას კი –  მშენებლობის დარგი, 368 890 ლარით.

2010 წლის 1 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული ვადიანი სესხები დარგების მიხედვით სულ 3 337 375 ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი ვადიანი დავალიანება ვაჭრობის სექტორს –1 645 985  აქვს, შემდეგ მრეწველობის და მშენებლობის სექტორები მოდის, შესაბამისად, 709 567 – 371 366 ლარით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები დავალიანებები დარგების მიხედვით იანვრის თვეში აღინიშნა და ჯამში 2 969 548 ლარი შეადგინა. ამჯერადაც უმაღლესი მაჩვენებელი,  1 358 872 ლარი, ვაჭრობის სექტორს აქვს, რომელსაც კვლავ მრეწველობის სექტორი მოჰყვება, 656 242 ლარით. დავალიანებების მიხედვით, მესამე ადგილზე  მშენებლობის სექტორია 348 006 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი