Euronews – ის ცნობით, „Apple“ – ის ბრწყინვალე შედეგი დაფუძნებულია მისი პროდუქტების iPhone და iPad -ის გრანდიოზულ გაყიდვებზე. მისმა შემოსავალმა 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. წელს საშობაო გაყიდვები 71 %–ით გაიზარდა მოგებამ კი – 78 % შეადგინა.
აღმასრულებელი დირექტორმა სტივ ჯობსმა, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დირექტორის სავარძელი თავის მოადგილეს, ტიმ კუკს დაუთმო, რამაც ინვესტორების აღელვება გამოიწვია.
ანალიტიკოსების თქმით, ჯობსის არყოფნა არ აღიქმება როგორც დიდი საფრთხე: “ვფიქრობთ, რომ აღებული კურსი კვლავ უცვლელი იქნება 2011 წელს. დაგეგმილია გამოვიდეს ახალი iPad, ახალი iPhone და ახალი ოპერაციული სისტემა“.
სტივ ჯობსი პანკრეასის კიბოსგან განიკურნა, ღვიძლის გადანერგვის შედეგად. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამედიცონო შვებულება 2004 წლის შემდეგ მესამედ აიღო.