ეკონომიკა

სოციალური თამაშების შემოსავალი მილიარდს მიაღწევს

18 იანვარი, 2011 •
სოციალური თამაშების შემოსავალი მილიარდს მიაღწევს

eMarket-ის კვლევის თანახმად, სოციალურ თამაშებს 2011 წლისთვის მილიარდი დოლარის ოდენობის მოგების მიღების შანსი აქვს.

ამერიკაში ინტერნეტის დაახლოებით 62 მილიონი მომხმარებელი (აშშ-ს მთლიანი ინტერნეტ-მომხმარებლის 27 %)  2011 წელს  ერთ სოციალურ თამაშს მაინც ითამაშებს და მომხმარებელთა რიცხვი 2010 წელთან შედარებით 15%-ით გაიზრდება, აცხადებს სოციალური თამაშების კვლევითი ფირმა.

მისივე თქმით, ასევე გაიზრდება მოთხოვნა ვირტუალურ საქონელზე  და ინტერნეტ რეკლამების რიცხვიც. 2011 წელს მომხმარებელი ვირტუალურ საქონელზე დაახლოებით 653 მილიონ დოლარს დახარჯავს.

ვირტუალური საქონელი ყოველთვის გამოირჩეოდა პოპულარობით და eMarket-ის ცნობით, ვირტუალური საქონლიდან მიღებული შემოსავალი 2011-2012 წლებში  60%-მდე გაიზრდება. ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ სოციალური თამაშები კარგი ბიზნესია, კარგი მაგალითია „Pet Society“, რომელიც დღეში დაახლოებით 90 მილიონამდე ვირტუალურ ნივთს ყიდის.

Image 2934
Image 2934

eMarket-ის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში კარგად ჩანს, თუ როგორ არის მოსალოდნელი სოციალური თამაშების შემოსავლების ზრდა  2010 წელთან შედარებით 2011 და 2012 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სოციალური თამაშების მომხმარებლების 6%-ზე ნაკლები ხარჯავს ფულს ვირტუალურ ნივთებზე, ამ სფეროდან შემოსული თანხა 2010 წელს მაინც დიდია და 653 მილიონ დოლარს აღწევს, განაცხადა eMarket-ის წარმომადგენელმა პოლ ვერნამ. 

Image 2935
Image 2935

ამ გრაფიკში მოცემულია ოქტომბრის მონაცემები, თუ რამდენად მეტია სოციალური თამაშების მომხმარებელთა რაოდენობა პოპულარული გადაცემების მაყურებელთა რაოდენობაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი