ეკონომიკა

ევროკავშირის პრეზიდენტი ეკონომ-კლასით დაფრინავს

18 იანვარი, 2011 •
ევროკავშირის პრეზიდენტი ეკონომ-კლასით დაფრინავს

ჰერმან ვან რომპეი
ჰერმან ვან რომპეი

ევროკავშირის პრეზიდენტი, ჰერმან ვან რომპეი საკუთარ “Twitter”-ზე წერს, რომ იგი ვარშავაში ეკონომ-კლასით ჩაფრინდა და მომავალშიც აპირებს განაგრძოს ეკონომია მგზავრობის დროს. მსოფლიოში პოსტკრიზისული სიტუაციაა, ბევრ ქვეყანაში კი კვლავ კრიზისია, რამაც, ალბათ, პრეზიდენტის მგზავრობის ხარჯების დაზოგვა განაპირობა.

„Twitter“-ის სტატუსს გამოხმაურება პრესაშიც მოჰყვა, „HULIQ“-ის ვარაუდით, ეს განცხადება გზავნილია ევროკავშირის მაღალჩინოსნებისთვის, რომ ახლო მანძილზე ფრენისას ფული დაზოგონ. სავარაუდოდ, ევროკავშირის პრეზიდენტი ეკონომ-კლასით შორ მანძილზე ფრენისას ვერ ისარგებლებს  და ეს არც არის რეკომენდირებული ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსისთვის, აცხადებს „HULIQ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი