ეკონომიკა

გაკვეთილები “Facebook”-ისგან

18 იანვარი, 2011 •
გაკვეთილები “Facebook”-ისგან

“Facebook” ბოლო დროის მოვლენების ერთ-ერთი განმსაზღვრელია. ამ სოციალურმა ქსელმა, როგორც ბიზნესმაც, დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო მისი დამფუძნებელი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი და 2010 წლის ადამიანი გახდა. საინტერესოა ის ფაქტები და რეკომენდაციები, თუ რის ხარჯზე მიაღწია ასეთ მაღალ შედეგებს „Facebook“-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა. „Finance Geek“ ბიზნესმენებს სთავაზობს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გახდნენ მილიარდელები მარკ ცუკერბერგის მაგალითის გათვალისწინებით.

1. გაკვეთილი პირველი: გრძელვადიანი ხედვა;

შორსმჭვრეტელობა და გრძელვადიანი გეგმების სწორად დასახვა აუცილებელია წარმატებული ბიზნესისთვის. მარკ ცუკერბერგს არასოდეს რჩებოდა თვალთახედვის არიდან კომპანიის აწმყო და მომავალი.

როდესაც იწყებთ საქმის კეთებას, აუცილებელია განისაზღვროს ბიზნესის 5-10– წლიანი გეგმები.

2. გაკვეთილი მეორე: რისკის გაწევის უნარი;

ბიზნესის კეთება ყოველთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული და რისკის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა გამორიცხულია. „Facebook“ თავიდან მხოლოდ კოლეჯის სტუდენტების დამაკავშირებელი ქსელი იყო და რომ არა მისი შემქმნელების რისკიანი და დროული გადაწყვეტილებები, ქსელის პოტენციალი დაიკარგებოდა.

ამჟამად „Facebook“ კიდევ განაგრძობს რისკის გაწევას რეკლამებში, თამაშებში, ასევე ცვლის პროფილებს და იყენებს ახალ პარამეტრებს. ეს ყველაფერი ამ ქსელს უფრო მეტ სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს.

3. გაკვეთილი მესამე: გამძლეობა;

ამტანობა და პრობლემების გამკლავება ბიზნესმენისთვის ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა, რადგან ყოველთვის გამოჩნდება თქვენი კონკურენტი და შეეცდება  თქვენი ბიზნესისათვის პრობლემების შექმნას.

კრიტიკა, რომელიც კომპანიის იმიჯის შელახვას შეეცდება, სასიკეთოდაც შეიძლება გამოიყენოთ, რადგან როდესაც გაკრიტიკებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შესახებ  იციან და თქვენი ბიზნესი კონკურენტუნარიანია.

4. გაკვეთილი მეოთხე: ადაპტაციის უნარი.

თანამედროვე ეპოქაში ბიზნესის კეთების დროს აუცილებელია მომხმარებლების მოთხოვნებს სწრაფად უპასუხოთ. ცხოვრების ტემპის მატებამ გამოიწვია სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა და ბიზნესი მოვლენებს არ უნდა ჩამორჩეს.

„Facebook“ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახდენს სოციალური ქსელი მოთხოვნების შესაბამისად ადაპტაციას, რაც პროდუქტის მუდმივ განახლებაში გამოიხატება. ამიტომაც  „Facebook“-ს მცირე დროში უკვე ნახევარი მილიონი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.

იმედია „Facebook“-ის მაგალითი დაგეხმარებათ შექმნათ წარმატებული და ახალი პროდუქტი, რომელიც შეცვლის თქვენი და მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრებას უკეთესობისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი