ეკონომიკა

უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საფინანსო სექტორზე მოდის

17 იანვარი, 2011 • • 1049
უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საფინანსო სექტორზე მოდის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის III კვარტალში საქართველოში, წინასწარი მონაცემებით, 160 433,4 ათასი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტრუმენტის – საგადასახდელო ბალანსის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა-49 695,3 ათასი აშშ დოლარი საფინანსო სექტორში განხორციელდა, რომელიც, საბანკო  სფეროს გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებსაც მოიცავს.

მშენებლობის სფეროში  2 158,1 ათასი აშშ დოლარის ოდენობის  პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში –40 538,7 ათასი აშშ დოლარი, უძრავი ქონების სფეროში – 33 599,0 ათასი აშშ დოლარი. მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე 3 228,8 ათასი აშშ დოლარი მოდის.

რაც შეეხება მრეწველობას, მასში 3 228,8 ათასი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო  ენერგეტიკაში  – 16 044,0 ათასი აშშ დოლარი, სასტუმროებსა და რესტორნებში კი – 1 322,3 ათასი აშშ დოლარი.

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე მცირე ოდენობა-604,6 ათასი აშშ დოლარის ინვესტირების სფერო, ჯერჯერობით, უცნობია, ვინაიდან პრივატიზაციის პროცესის შედეგად არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესყიდული უძრავი ქონება და მათი მომავალი საქმიანობის პროფილი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი