ეკონომიკა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები რეგიონების მიხედვით

17 იანვარი, 2011 • • 1068
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები რეგიონების მიხედვით

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის პირველი ოქტომბრის  მონაცემებით, რეგიონებში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობამ სულ 1 521 463 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი სესხი – 1 068 291 ლარი თბილისში, 100 563 ლარი – იმერეთში და 88 323 ლარი სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიცა.

რაც შეეხება 2010 წლის პირველი ივლისის მონაცემებს, კომერციულმა ბანკებმა რეგიონებში სესხების სახით სულ 1 429 342 ლარი  გასცეს, საიდანაც 1 027 584 ლარი თბილისში გაიცა, იმერეთის რეგიონში გაცემული სესხი კი, ივლისის მონაცემების მიხედვით, ოქტომბრის მონაცემზე ნაკლებია და 87 511 ლარს შეადგენს, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში გაცემული სესხი – 78 194 ლარს.

2010 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, რეგიონებში გაცემული სესხების რაოდენობა მეტია სხვა თვეებთან შედარებით და 1 198 006 ლარს შეადგენს, საიდანაც თბილისში კვლავ ყველაზე მაღალი ოდენობის სესხი – 866 421 ლარი გაიცა, შემდეგ კვლავ იმერეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი მოდიან, რომლებიც, შესაბამისად, 72 961 – 63 897 ლარს ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის იანვრის მონაცემებით, გაცემული სესხების ოდენობა ყველაზე დაბალია სხვა მონაცემებთან შედარებით და  1 145 149 ლარით განისაზღვრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი