ეკონომიკა

“რესპუბლიკელების” ახალი ინიციატივა საკრებულოს მომავალი სხდომისთვის

17 იანვარი, 2011 • • 1012
“რესპუბლიკელების” ახალი ინიციატივა საკრებულოს მომავალი სხდომისთვის

“რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ახალი ინიციატივით შესვლას აპირებს, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებას გულისხმობს.

როგორც თინა ხიდაშელმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “რესპუბლიკელები” საკრებულოში საბავშვო ბაღებისათვის დაფინანსების გაზრდის წინადადებით შედიან. მათი აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტში ამისთვის საჭირო თანხები უნდა გამოინახოს. ამის შესაძლებლობას იძლევა თუნდაც მერიის სამსახურების სხვადასხვა ხარჯები და ქალაქის გაფორმებითი სამუშაოების თანხების შემცირება.

მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებში არანაირი გაძვირება არ იგეგმება. თუმცა, თინა ხიდაშელის განცხადებით, ბევრ საბავშვო ბაღში მშობლები უკვე გაფრთხილებულნი არიან ახალ გადასახადებთან დაკავშირებით. ბაღის დირექტორები და პედაგოგები კი ამ ფაქტს შემცირებული ბიუჯეტით ხსნიან.

“რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ იანვრის სხდომაზე ამ პროექტს  მისი კოლეგებიც მისცემენ ხმას და თბილისელები კიდევ ერთ სერიოზულ გადასახადს აარიდებენ თავს. თუმცა, როგორც რამოდენიმე მშობელმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, მათ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ გაძვირებასთან და ახალ გადასახადებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი