ეკონომიკა

აშშ-ს ბანკები დიპლომატიურ მისიებს ანგარიშებს უხურავენ

14 იანვარი, 2011 • • 1300
აშშ-ს ბანკები დიპლომატიურ მისიებს ანგარიშებს უხურავენ

აშშ-ს ბანკები დიპლომატიურ მისიებს ანგარიშებს უხურავენ. აღნიშნულ ბანკებს შორისაა JP Morgan Chase. აღნიშნული საკითხის თაობაზე დიპლომატებმა უკვე მიმართეს აშშ-ს მთავრობას. რამოდენიმე ქვეყნის დიპლომატის განცხადებით, მათ მომსახურებისათვის უკვე მიმართეს სხვა ბანკებს, თუმცა ამაოდ.

ზოგიერთი ელჩის განცხადებით, ანგარიშების დახურვამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს გაეროს ბიუჯეტზე.

ნოემბერში The Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ პრობლემები და სიძნელეები, რომლებიც ამერიკულ ბანკებს შეექმნათ, საერთაშორისო გადარიცხვებით იყო გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, ფედერალური ფულის გათეთრებას უწყობდა ხელს. თუმცა ფულად გზავნილებთან დაკავშირებით რეგულაციები განსაკუთრებით 9/11 ის შემდეგ გამკაცრდა, რათა შეზღუდვებს ხელი შეეშალათ უკანონო ფულის შემოდინებისათვის, რომელიც კრიმინალისა და, უფრო კონკრეტულად, ტერორისტული აქტების დაფინანსებისათვის გამოიყენებოდა.

აღნიშნული საკითხის თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელმა, პატრიკ კენედმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ დიპლომატიურ მისიებს სახელმწიფომ უკვე ურჩია ალტერნატიული მომსახურება სხვა ბანკებისგან მიეღოთ.

პატრიკ კენედმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული გადაწყვეტილება მთლიანად კომერციულ მიზნებზეა დაფუძნებული და არა იმაზე, რომ რომელიმე ქვეყნის დიპლომატიური მისია რაიმე ბიწიერ საქმიანობაშია ჩართული. მისივე თქმით, ამერიკა გააგრძელებს თანამშრომლობას როგორც დიპლომატებთან, ასევე საბანკო სექტორთან.

JP Morgan Chase-ს, რომელიც ბევრ დიპლომატიურ ანგარიშს მართავს, მათთვის საბანკო მომსახურების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.

აღნიშნული ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ დიპლომატიური ანგარიშების მონიტორინგი ამერიკულ ბანკებს ძვირი უჯდებათ. 30 სექტემბერს გამოქვეყნებული წერილში ბანკი თავის დიპლომატ კლიენტებს მიმართავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დიპლომატიურ და ამ ქვეყნების მთავრობების ინტერესებს ემსახურება.  JP Morgan-ში ანგარიშების გაუქმება ძალაში 31 მარტიდან შევა და იმოქმედებს დიპლომატიური მისიის ანგარიშებზე და არა ცალკეულ დიპლომატებზე – ნათქვამია წერილში.

გაეროში BBC-ის კორესპონდენტის, ბარბარა პლეტის განცხადებით, თუ დიპლომატიური მისიები საბანკო მომსახურებისათვის სხვა ბანკებს ვერ მიმართავენ, ამ შემთხვევაში ისინი ვერც გადასახადებს გადაიხდიან და ვერც ჰონორარებით უზრუნველყოფენ საკუთარ თანამშრომლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი