ეკონომიკა

რუსეთის საბიუჯეტო დეფიციტმა 1.8 ტრილიონი რუბლი შეადგინა

14 იანვარი, 2011 • • 1310
რუსეთის საბიუჯეტო დეფიციტმა 1.8 ტრილიონი რუბლი შეადგინა

2010 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 3.9% შეადგინა, რაც დაახლოებით1.787 ტრილიონ რუბლს შეადგენს, იუწყება Lenta.ru, რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის განცხადების საფუძველზე.

რუსეთის ბიუჯეტის შემოსავალმა, წინასწარი ინფორმაციით, 8,299 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 5.4%-ით მეტია. რაც შეეხება ხარჯებს, მან 10,087 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 2.1%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დეფიციტი რუსეთში 2010 წელს, ანალიტიკოსების გეგმით, მთლიანი შიდა პროდუქტის 5.3% შეადგენდა, ხოლო შემდგომში 4,1-4,2%-მდე დაიწია. კუდრინის განცხადებით, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ნავთობზე მაღალი ფასებითა და იმპორტის ზრდით იყო გამოწვეული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი