ეკონომიკა

მშენებლობის სექტორის ბრუნვა და დასაქმებულთა რაოდენობა

14 იანვარი, 2011 • • 1000
მშენებლობის სექტორის ბრუნვა და დასაქმებულთა რაოდენობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის III კვარტლში მშენებლობის ბრუნვამ  I და II  კვარტალთან შედარებით საგრძნობლად მოიმატა და  422.2 მილიონი ლარი შეადგინა, მეორე კვარტალში  ბრუნვა 388.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო პირველ კვარტალში მან 242.7 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოში მშენებლოს სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის ფასმა 2010 წლის მესამე კვარტალში 427.6  მილიონი ლარი შეადგინა, მეორე კვარტალში – 385.9, რაც შეეხება პირველ კვარტალს, პროდუქციის ფასი 233.5 მილიონი ლარით განისაზღვრა.

საინტერესოა მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა; მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით მათი რაოდენობა გაიზარდა და  31 397 ადამიანი შეადგინა მაშინ, როდესაც პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდებობა  26 185 იყო, რაც შეეხება მესამე კვარტალს, ის მეორე კვარტალთან შედარებით მცირეა და 30 756-ს შეადგენს, თუმცა დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი – 829.5 ლარია, მეორე კვარტალში – 777.9, ხოლო პირველ კვარტალში 634.4 ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი