ეკონომიკა

ბიზნეს სექტორი-კვარტალური ბრუნვა და დასაქმების მაჩვენებლები

13 იანვარი, 2011 •
ბიზნეს სექტორი-კვარტალური ბრუნვა და დასაქმების მაჩვენებლები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა I და II კვარტალთან შედარებით გაიზარდა და  6041.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2010 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 5736.5 მილიონი ლარით, ხოლო I კვარტალში კი 4836.2 მილიონი ლარით განისაზღვრა.

საქართველოში ბიზნეს სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის ფასი 2010 წლის III კვარტალში II კვარტალთან შედარებით 233 მილიონი ლარით გაიზარდა და 3213.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო I კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ბიზნეს სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქცია 2554.9 მილიონი ლარით შეფასდა.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2010 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა და 371341 ადამიანი შეადგინა (I კვარტალში 358934 დასაქმებული იყო), თუმცა III კვარტალში კვლავ შემცირდა და  365249 კაცი შეადგინა.

დასაქმებულთა თვიურმა შემოსავალმა 2010 წლის III კვარტალში 621.3 ლარი შეადგინა, II კვარტალში – 600.6, ხოლო I კვარტალში კი – 552.1 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი