ეკონომიკა

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ყველაზე ნაკლები ბრუნვა წყლის ტრანსპორტზე მოდის

13 იანვარი, 2011 • • 1055
ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ყველაზე ნაკლები ბრუნვა წყლის ტრანსპორტზე მოდის

2010 წლის მესამე კვარტალში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ბრუნვამ, ჯამში, 864.3 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 42.8 მილიონი ლარით მეტია 2010 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე და 103 მილიონით პირველი კვარტლისაზე. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგში, ჯამში, 2010 წლის მესამე კვარტალში 49745 ადამიანია დასაქმებული, აღნიშნულ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 2010 წლის მესამე კვარტალში 767.5 ლარი შეადგინა, ანაზღაურება წინა ორ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 

უფრო კონკრეტულად თუ განვიხილავთ, 2010 წლის მესამე კვარტალში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საერთო ბრუნვაში პირველი ადგილი დამხმარე და დამატებითი სატრანსპორტო  და სამოგზაურო ბიუროების საქმიანობის ბრუნვას უკავია, 349.3 მილიონი ლარით, შემდეგ მოდის ფოსტა და კავშირგაბმულობა, 287.9 მილიონით, მას მოსდევს სახმელეთო ტრასნპორტისა და მილსადენებით ტრანპორტირების ბრუნვა, 177.2 მილიონი ლარით. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საერთო ბრუნვის მოცულობაში ყველაზე ნაკლები წილი საჰაერო ტრანსპორტის (47.7 მილიონი ლარი) და წყლის ტრანსპორტის ბრუნვას (2.2 მილიონი) უკავია. აღსანიშნავია, რომ წყლის ტრანსპორტის ბრუნვის მოცულობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს-16 მილიონ ლარს 1999 წელს მიაღწია, საჰაერო ტრანსპორტის ბრუნვამ კი 2008 წელს, 142.6 მილიონი ლარით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი