ეკონომიკა

დიზელი გაძვირდა

13 იანვარი, 2011 •
დიზელი გაძვირდა

საქართველოში დიზელი გაძვირდა. ვისოლის ბენზინგადასამართ სადგურებზე „აპი დიზელი“ 2 ლარი და 15 თეთრი ღირს,  ხოლო „დიზელ-ენერჯის“ ღირებულება 2 ლარია.  რაც შეეხება სხვა ბენზინგასამართ სადგურებს, სოკარის ბენზინგასამართ სადგურებში Euro Diesel 5 10 PPM -ის ღირებულება 2.10 ლარია, ხოლო Diesel L-62-ისა კი -1.90.

რომპეტროლის ავტოგასამართ სადგურებზე Efix Euro Diesel 2.10 ლარი ღირს, ხოლო Euro Diesel კი– 1.95. რაც შეეხება ლოკოილის ბენზინგასამართ სადგურს, აქ „ევროდიზელის“ ღირებულება 2 ლარი და 5 თეთრია.

რომპეტროლის საზოგადოებასთან ურთიერთობს სამსახურის განცხადებით, მათ ქსელში დიზელის ფასი არ შეცვლილა. ნეტგაზეთთან საუბარში სოკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დიზელის გაძვირების კონკრეტული მიზეზი ვერ დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი