2011 წლის 12 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7995 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სავალუტო ინტერვენცია ეროვნული ბანკის 2011-2013 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ერთგვარი ინტერვენციისა, მიმდინარე წლის 13 იანვრის მონაცემებით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ ვარდნას განაგრძობს. კერძოდ, ერთი დოლარის ღირებულება ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, შეადგენს 1.8018 ლარს (12 იანვარს შეადგენდა 1.7927 ლარს), ხოლო ერთი ევროს ღირებულება უკვე 2.3425 ლარს შეადგენს (12 იანვარს შეადგენდა 2.3180 ლარს).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *