ეკონომიკა

მსოფლიოში სურსათის ფასები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

6 იანვარი, 2011 • • 1309
მსოფლიოში სურსათის ფასები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, გასულ თვეში სურსათზე ფასებმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწიეს და  2007-2008 წლის კრიზისის მაჩვენებელს გადააჭარბეს კიდეც.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სურსათზე ფასების ზრდამ შესაძლოა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს დიდი ზიანი მიაყენოს და ისეთი კომპანიებიც დააზარალოს, როგორებბცაა –მაკდონალდი და კრაფტი, სადაც საცალო ვაჭრობის ფასებიც გაიზრდება. სურსათზე ფასების ასეთი ზრდა მსოფლიოში  ინფლაციის გაძლიერებასაც განაპირობებს.

FAO-ს ( Food and Agriculture Organization )  განცხადებით, სურსათის ფასების (ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი, რძის ნაწარმი, შაქარი, ხორცი, მზესუმზირა) ინდექსმა წინა თვეში 214.7 ქულით მოიმატა, ანუ, 4.2 %-ით გაიზარდა ნოემბრის შემდეგ.

FAO-ს კვების ფასების ინდექსმა, რომელსაც ორგანიზაცია 1990 წლიდან ითვლის, ყველაზე მაღალ ნიშნულს ამ პერიოდში მიაღწია. 2007-08 წლების სასურსათო კრიზისის დროს ინდექსმა უმაღლეს მაჩვენებელს 2008 წლის ივნისში მიაღწია.

FAO „თავს იმშვიდებს“  იმით, რომ ბრინჯის ფასი ასე თუ ისე სტაბილურია და  კვლავ მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს, იგი აზიასა და აფრიკაში 3 მილიარდი ადამიანის ვაჭრობის მთავარი საგანია. თუმცა, მეორე უმნიშვნელოვანესი პროდუქტის, ხორბლის ფასი კიდევ უფრო იზრდება ცუდი მოსავალის ფონზე.

ექსპერტების განმარტებით, FAO-ს სურსათის ინდექში შაქრის ფასის ზრდამ, რომელმაც 30 წლის განმავლობაში პიკს მიაღწია, აგრეთვე, ხორცზე და მზესუმზირაზე მომატებულმა ღირებულებამ, ჯამში, კვების ინდექსის გაზრდა განაპირობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი