ეკონომიკა

ნავთობზე ფასების ზრდამ შეიძლება კვლავ ეკონომიკური კრიზისი წარმოშვას

6 იანვარი, 2011 • • 988
ნავთობზე ფასების ზრდამ შეიძლება კვლავ ეკონომიკური კრიზისი წარმოშვას

Financial Times-ის ინფორმაციით, ნავთობზე მაღალმა ფასებმა ისედაც მყიფე მსოფლიო ეკონომიკას  შეიძლება დიდი ზარალი მიაყენოს და მეორე ეკონომიკური კრიზისიც კი  გამოიწვიოს. მოსაზრებას საერთაშორისო ეკონომიკური სააგენტო (IEA) აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ გასულ წელს ნავთობის იმპორტმა ძირითად ქვეყნებში 200 მილიარდდოლარიანი ნიშნულიდან 790 მილიარდ დოლარს მიაღწია. ნავთობზე შემოსავალმა ევროპის ქვეყნებში 70 მილიარდი დოლარით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 72 მილიარდით, ხოლო იაპონიაში, რომელიც ნავთობისა და გაზის უმსხვილესი იპორტიორი ქვეყანაა, 27 მილიარდი დოლარი შეადგინა.

IEA-ის მთავარი  ეკონომისტის, ფატიჰ ბიროლის განცხადებით, ნავთობის ფასი უკვე  სახიფათო  გახდა გლობალური ეკონომიკისათვის. მისი  საიმპორტო ანგარიშების ოდენობა უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ გამოცოცხლებას და თუ ნავთობზე ფასები არ დარეგულირდა, ამან შეიძლება მსოფლიო იმავე კრიზისამდე მიიყვანოს, რაც ორი წლის წინათ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი