ეკონომიკა

გაგრძელდება თუ არა პრივატიზაციის ხარჯზე ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება?

6 იანვარი, 2011 •
გაგრძელდება თუ არა პრივატიზაციის ხარჯზე ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება?

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2006-2007 წლები, როდესაც პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებით ბიუჯეტის ხარჯები შესაბამისად 17 პროცენტი–ით და 15 პროცენტი–ით ფინანსდებოდა.

ბუნებრივია, ეს ტენდენცია ხანგრძლივად ვერ გაგრძელდებოდა და 2008 წლიდან ბიუჯეტის შემოსავლებს აღნიშნულ მუხლში კლების ტენდენცია აქვს. 2009 წელს პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 358 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ხარჯების დაახლოებით 5.6 პროცენტს შეადგენს. მომავალშიც მოსალოდნელია, რომ პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები თანდათანობით შემცირდება და საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო აღარ იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წელს მთავრობა სახელწიფო საკუთრებაში არსებული არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან 210 მლნ ლარის მიღებას გეგმავდა, რაც 2009 წლის ფაქტიურ მაჩვენებელზე 41%-ით ნაკლებია. 2010 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პრივატიზაციის შედეგად დაახლოებით 36 მლნ. ლარის რესურსი იქნა აკუმულირებული, რაც დასახული გეგმის 17%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი