ეკონომიკა

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

5 იანვარი, 2011 • • 1188
ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

როიტერის ცნობით, ნავთობის ფასმა  მსოფლიო ბაზარზე  კვლავ მოიმატა, რისი მიზეზიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სამრეწველო წარმოების მოცულობის  ზრდაა.

თებერვლის ფიუჩერსების ფასი  ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნარევზე მარკით Brent Crude Oil ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე IСE (InterContinental Exchange Futures) 0.09 აშშ დოლარით გაიზარდა   და ბარელზე 94.84 დოლარს  მიაღწია.

რაც შეეხება ნიუ იორკის სავაჭრო ბირჟას NYMEХ (New York Merchantile Exchange), თებერვლის ფუჩერსების   ფასმა ამერიკულ მსუბუქ ნავთობზე მარკით Light Sweet Crude Oil  0,17 დოლარით მოიმატა და ბარელზე 91,55 დოლარიან მაქსიმუმს მიაღწია.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, „შავმა ოქრომ“ ღირებულების მსგავს მაქსიმუმს ბოლოს 2008 წლის ოქტომბერში  მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი