ეკონომიკა

“facebook“-ის ახალი ინვესტორები

4 იანვარი, 2011 •
“facebook“-ის ახალი ინვესტორები

რამოდენიმე დღის წინ კომპანია  “facebook”-მა ახალი დაფინანსება მიიღო, იუწყება  mashable.com–ი.  კერძოდ, 450 მილიონი დოლარი „Goldman Sachs“-გან და 50 მილიონი დოლარი რუსული საინვესტიციო კომპანია  „Digital Sky Technologies“-გან.

“facebook”-ის ფასი ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში 40-დან 50 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა. მაგალითად, სექტემბერში კომპანია შეფასებული იყო 23-33 მილიარდ დოლარად, ნოემბერში კი მისმა ფასმა უკვე 41 მილიარდ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ „Goldman Sachs“–მა “facebook”-ში ინვესტიცია პირველად განახორციელა, ხოლო რუსულმა კომპანიამ „Digital Sky Technologies“- მა კი აღნიშნულ სოციალურ ქსელში დასაწყისშივე დააბანდა 200 მილიონი დოლარი.

მიუხედავად იმისა, რომ  კომპანიას უკვე საკმაო ოდენობის კაპიტიალი აქვს, ამ ეტაპისავის უცნობია, თუ რას აპირებს “facebook”-ი დამატებით მოზიდული თანხით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი