ეკონომიკა

„Apple“ 300 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასდა

4 იანვარი, 2011 • • 1071
„Apple“ 300 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასდა

„Apple“-ის ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აღემატება, ასეთი შედეგი კი ამ დრომდე მსოფლიოში მხოლოდ ერთ კომპანიას ჰქონდა.

„Apple“-ის აზრით, ასეთი წარმატების მიღწევაში ყველაზე დიდი როლი iPhone-4-მა და iPad-მა შეასრულა. „Apple“-მა წლის მეოთხე კვარტალში 3,89 მილიონი „Mac“, 14.1 მილიონი „iPhone“, 9.05 მილიონი „iPod“ და 4,19 მილიონი „iPad“ გაყიდა.

8 თვის წინ „Apple“-ს ღირებულება 223 მილიარდი დოლარი იყო და ის მსოფლიოს ტექნოლოგიების კომპანიებს შორის „Microsoft“-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. „Apple“-ის ღირებულება  „Facebook“-ისას უკვე  6-ჯერ აღემატება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი