ეკონომიკა

საქართველო „Moody’s Investors Service“-ის რეიტინგში

4 იანვარი, 2011 • • 1069
საქართველო „Moody’s Investors Service“-ის რეიტინგში

2010 წელს საკრედიტო სარეიტინგო კომპანიამ, „Moody’s Investors Service“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „Ba3“ („Not-Prime foreign and local currency issuer ratings“) პირველად მიანიჭა.

კომპანიის მიერ საქართველოსთვის აღნიშნული რეიტინგის მინიჭება ითვალისწინებს ქვეყნის პროგრესს – სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების დაფუძნებასა და ბიზნესისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში; მთავრობის პროაქტიულ პასუხს გლობალურ ეკონომიკურ კრიზისსა და 2008 წლის რუსეთთან ომზე; ასევე, გეოპოლიტიკურ რისკს.

„Moody’s“-ის მიხედვით, უკანასკნელ პერიოდში საქართველო მნიშვნელოვნად გაძლიერდა ინსტიტუციურად, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას და ეკონომიკურ ზრდას, სახელმწიფო ვალის დასაშვებ დონეზე შენარჩუნების პირობებში.

„Moody’s“-ის მიხედვით, საქართველოს მთავრობას აქვს საიმედო პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გასული წლის 9%-დან მომავალ წლებში 2%-3%-მდე შესამცირებლად.

„Moody’s“-ის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული რეიტინგის რისკ–ფაქტორად საქართველო-რუსეთის მოუგვარებელი ურთიერთობებია დასახელებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი