ეკონომიკა

“Standard & Poor’s“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგს უზრდის

4 იანვარი, 2011 • • 1038
“Standard & Poor’s“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგს უზრდის

2010 წელს “Standard & Poor’s”-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი “B”-დან “B+”-მდე გაუზარდა. “B-“-დან “BB”-მდე გაიზარდა საქართველოს სატრანსფერო და კონვერტირებადი შეფასებაც (Transfer and Convertibility Assessment).

“Standard & Poor’s”-ის ანალიტიკოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა საბაზრო რეფორმებზეა ორიენტირებული, რასაც შეუძლია გააუმჯობესოს ეკონომიკა და ფისკალური ინდიკატორები. დაბალი საგადასახადო განაკვეთი და ბიზნეს-მეგობრული გარემო საქართველოსთვის მზარდი ინვესტიციების შემოდინებას განაპირობებს. ამავდროულად, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით წარმოადგენს სატრანზიტო გზას ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალში კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მყარი ფინანსური კონსოლიდაცია, ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატება 2008 წლამდე არსებულ მაჩვენებლამდე და გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემცირება, შესაძლოა, რეიტინგის კვლავ გაზრდის წინაპირობა გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი