“Facebook”-მა ახალი დაფინანსება მიიღო: 450 მილიონი დოლარი „Goldman Sachs“-გან და 50 მილიონი დოლარი რუსეთის საინვესტიციო კომპანია „Digital Sky Technologies“-გან.
“Facebook”-ის ფასი ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში 40-დან 50 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა. სექტემბერში კომპანია 23-33 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ნოემბერში კი მისი ფასი 41 მილიარდ დოლარამდე ავიდა.
„Goldman Sachs“ -სთვის „facebook“-ში განხორციელებული ინვესტიცია პირველია. რუსეთის კომპანია „Digital Sky Technologies“ კი ახალდაფუძნებულ სოციალურ ქსელში უკვე ჩადებული ქონდა 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რის გაკეთებას აპირებს “Facebook” არნიშნული ინვესტიციებით. კომპანიას უკვე იმდენი ფული აქვს, რომ ბევრის გაკეთებას შეძლებს.
