ეკონომიკა

რუსეთი 2011 წელს 250 მილიარდი რუბლის ოდენობის ვალით შეხვდა

4 იანვარი, 2011 • • 1077
რუსეთი 2011 წელს 250 მილიარდი რუბლის ოდენობის ვალით შეხვდა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთს 2011 წლისათვის 250 მილიარდი რუბლი ვალი აქვს. მისი თქმით, აღნიშნული 250 მილიარდი რუბლი „ნამდვილი ვალია“, ანუ ის, რაც ქვეყანამ სხვა ქვეყნებისგან სესხის სახით მიიღო.

სობიანინმა რუსეთის პრემიერს, ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მოსკოვს 30 მილიარდი რუბლი გამოუყო, რომლიდანაც 15 მილიარდი ფინანსთა სამინისტრომ უკვე მიიღო, ხოლო დანარჩენი 15 მილიარდი 2011 წლის დასაწყისში გადაირიცხება. აღნიშნული თანხა, მოსკოვის მერის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ კი მეტროს მშენებლობის დაფინანსებას მოხმარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი