ეკონომიკა

”საქართველოს რკინიგზა” ახალი წლის დღეებში სრული დატვირთვით მუშაობს

31 დეკემბერი, 2010 • • 1175
”საქართველოს რკინიგზა” ახალი წლის დღეებში სრული დატვირთვით მუშაობს

„საქართველოს რკინიგზამ“ სადღესასწაულოდ დამატებითი რეისები დანიშნა და სარკინიგზო შემადგენლობები გაზარდა, რაც მგზავრობაზე გაზრდილმა  მოთხოვნამ განაპირობა.

რეისები ბათუმის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებით დაემატა. ბათუმის მიმართულებით დღეს დილით პირველი დამატებითი რეისი უკვე გავიდა, ხოლო ბათუმიდან პირველი დამატებითი მატარებელი ხვალ დაბრუნდება. დამატებითი რეისები დღეგამოშვებით შესრულდება. ბათუმისკენ მიმავალ მატარებელზე 200-250 ადგილით მეტია გათვალისწინებული, ხოლო ოზურგეთისა და ზუგდიდისკენ თითო მატარებლით მეტი გაემგზავრება. ყველაზე მეტი ბილეთი ბათუმის რეისებზე გაყიდა, თუმცა, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთების დეფიციტი მაინც არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი