ეკონომიკა

“ენერგო-პრო ჯორჯია” 5000 ლარით დაჯარიმდა

31 დეკემბერი, 2010 • • 1287
“ენერგო-პრო ჯორჯია” 5000 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2010 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს ენერგო-პრო ჯორჯია სალიცენზიო პიობების შეუსრულებლობის გამო 5000 ლარით დააჯარიმა, რადგან სს ენერგო-პრო ჯორჯია-მ არ შეასრულა კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს 17/5 გადაწყვეტილება, რაც კანონმდებლობის შესაბამისად, სალიცენზიო პირბობების დარღვევაა.

სხდომაზე კომისიამ  ქ. ზუგდიდის სანერგე მეურნეობის კოლექტიურ ცენტრში ჩასახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და სს ენერგო-პრო ჯორჯიას შორის არსებულ დავაზე იმსჯელა და მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

 ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის 30 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და გადაწყდა, რომ შპს სოკარ ჯორჯია გაზი-სამეგრელოს, სოკარ ჯორჯია გაზი–კახეთის“, შპს  ,,სოკარ ჯორჯია გაზი იმერეთისა“ და  შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი გურიას“ გაზის განაწილების არეალში ტარიფებ აღარ გაიზრდებ.
    
სხდომაზე კომისიამ, აგრეთვე, იმსჯელა წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლებისათვის, სასმელი წყლის მიწოდების აღდგენისათვის საფასურის დაწესების თაობაზე და გადაწყვიტა, რომ სასმელი წყლის მიწოდების აღდგენისათვის საყოფაცხოვრებო მომხმარებლები 50 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები 5 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) გადაიხდიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი