ეკონომიკა

ენერგეტიკის სამინისტრომ 2010 წელი შეაჯამა

30 დეკემბერი, 2010 •
ენერგეტიკის სამინისტრომ 2010 წელი შეაჯამა

29 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა  ჟურნალისტებს სამინისტროს მიერ 2010 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2011 წლის გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა 2010 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.  ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“  საქართველოს მასშტაბით 128 ათასი აბონენტი გაამრიცხველიანა.  კომპანია „იტერა საქართველომ“  49,8 ათასი აბონენტის, „სოკარმა“ კი  110, 8 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა.

რაც შეეხება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტს, მინისტრის თქმით, ბაქო- თბილისი – ჯეიჰანის მეშვეობით 38.55 მილიონი ნედლი ნავთობის, ბაქო-სუფსის მეშვეობით 4.22 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის, შაჰ-დენიზის გაზსადენის მეშვეობით 4.78 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის და ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის მეშვეობით 1.45 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის   ტრანზიტი განხორციელდა.

ალექსანდრე ხეთაგურმა  ასევე ისაუბრა 2011 წლის დაგეგმილი პროექტების შესახებ. 2011 წელს დაიწყება: ნამახევის კასკადის მშენებლობა; ალპანაჰესის და სადმელიჰესის მშენებლობა; ხრამიჰესების კასკადის შენებლობა; ნენსკრაჰესის მშენებლობა; დარიალჰესის მშენებლობა; სს „თელასის“ IPO მასალების მომზადება; ნავთობგადამუშავებლის ტექნიკურ/ეკონომიკური შესწავლა;  LNG ტერმინალის ტექნიკურ/ეკონომიკური შესწავლა; თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი 500/400 კვ. ხაზის მშენებლობის გაგრძელება;  ახალი 500კვ. ხაზის საპროექტო სამუშაოები; აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი 500 კვ. ხაზის მშენებლობა; 220 კვ. ხაზი სენაკი 1 და 2 – ის სარეკონსტრუქციო სამუშაოები; 220 კვ. ხაზი სარფი- მიურატლი.

2011 წელს კიდევ იგეგმება კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ 120 ათასი აბონენტის, ხოლო კახეთის ენერგოდისტრიბუციის მიერ 15 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება. აგრეთვე „იტერა საქართველოს“ მიერ დაგეგმილია 20 ათასი აბონენტის, სოკარის მიერ 50 ათასის, ხოლო შპს „სატახა“ და ლ&ნ“ -ის მიერ 15 ათასი აბონენტის გაზიფიცირება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი